
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს - ინფორმაციას ენერგოდარის მერის, დიმიტრი ორლოვი ავრცელებს. მერის ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი, რომლებიც მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. განსაკუთრებით კრიტიკულია 2 მშვიდობიანი მოქალაქის მდგომარეობა. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 20-მდე ავტომანქანაც, რომლებიც კორპუსებთან იყო გაჩერებული.