პოლონეთში 13 000-ზე მეტი ადამიანი სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთში 13 000-ზე მეტი მოქალაქე, სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოლონეთმა მიიღო კანონი "სამშობლოს დაცვის შესახებ". იგი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურში შესვლას - ნებაყოფლობით. ყველას, ვინც აქამდე არ ყოფილა ჯარში, შეუძლია გაიაროს სამხედრო მომზადება. ამის წყალობით პოლონელებს შეუძლიათ, მომავალში დარჩნენ რეზერვში, ან შეუერთდნენ პროფესიულ არმიას.

მოხალისეთა მომზადების ძირითადი კურსი, რომელიც გრძელდება 28 დღე, მოიცავს წვრთნებს, სამხედრო წესებისა და იარაღთან მუშაობის ძირითადი უნარების გამომუშავებას. ამის შემდეგაა სამხედრო ფიცი, სამხედრო ბილეთი და არჩევანი - რეზერვში ჩარიცხვა, ან სწავლის გაგრძელება პროფესიული არმიის რიგებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი