
სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ღირსების მესამე ხარისხის ორდენით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია დააჯილდოვა.
შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვეგბგერდზეა გამოქვეყნებული.
დემნა გვასალიას გარდა, პრეზიდენტ ზელენსკიმ ორგანიზაცია “Populus Rei-ს” დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია დააჯილდოვა. ასევე, სხვადასხვა ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწეები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე ხმამაღლა საუბრობენ და აქტიურად უჭერენ ხარს ომში მყოფ ქვეყანას.
დაჯილდოებულთა შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ასევე ევროპარლამენტარები და ა.შ.
ღირსების 1-ლი ხარისხის ორდენით, ზელენსკიმ დრონების მწარმოებელი თურქული კომპანია "ბაირაქტარის" გენერალური დირექტორი, ჰალუკ ბაირაქტარი დააჯილდოვა.