ფოთის საკრებულოს დეპუტატი, "საქართველოსთვის" ფრაქციის თავმჯდომარე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქალაქ ფოთის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა გვასალია გარდაიცვალა. ინფორმაცია პარტიის Facebook გვერდზე ვრცელდება.

"ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს.

მამუკა იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღირსეული თანამებრძოლი, ფოთის და ფოთელების დიდი გულშემატკივარი.

მისი დაწყებული საქმე უკეთესი ფოთისთვის და საქართველოსთვის აუცილებლად გაგრძელდება", - წერს პარტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი