ლვოვის ოლქში მედვედჩუკის ცოლს ქონება ჩამოართვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურის  [SBU] ცნობით, ლვოვის ოლქში მედვედჩუკის მეუღლეს ქონება ჩამოართვეს და დააყადაღეს. დაყადაღებულია 3 მიწის ნაკვეთი, რომელიც 2 მილიონი გრივნის ღირებულებისაა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილებს ოქსანა მარჩენკო უკანონოდ ფლობდა და ამჟამად ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურა მიმდინარეობს. 

SBU-ს ინფორმაციით, მარჩენკოს 2009 წელს კანონდარღვევით გადასცეს მიწა ტურისტულ ადგილას.

პუტინის ნათლიმამად წოდებული ოლიგარქი,  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 აპრილს, უკრაინიდან გაქცევის მცდელობისას დააკავა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი