სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები - ISFED

გამოქვეყნდა:

სამართლიანი არჩევნები  სენაკში 1-ელ ოქტომბერს დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. 
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას კანონი ავალდებულებს მუნიციპალიტეტში არა შუალედური, არამედ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს, რადგან ბოლო 6 თვის განმავლობაში საკრებულოს არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა. სენაკის საკრებულოში უმრავლესობა არ არსებობს, შესაბამისად უწყება ვერ ფუნქციონირებს. 

2022 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები დანიშნა, რადგან მაისის ბოლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულო დატოვა. ცესკოს განკარგულებით, არჩევნები №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს.

განცხადება სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი