
ლიეტუვამ ბელარუსის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის მშენებლობა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Baltic News ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვრის გასწვრივ 550 კილომეტრის სიგრძის ბარიერია დამონტაჟებული.
"ამ შაბათ-კვირას, EPSO-G-ის მიერ შეკრებილი კონტრაქტორების ჯგუფმა დაამონტაჟა ბოლო დაგეგმილი შემოღობვის სეგმენტები ბელორუსის საზღვარზე" - ამბობს BNS-ს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ანტანას ბუბნელისი
ცნობისთვის, ლეიტუვას და ბელარუსს შორის საზღვრის საერთო სიგრძეა 679 კმ, საიდანაც საზღვრის 100 კმ-ზე მეტი მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე გადის