
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით მძარცველებმა ფეხბურთელს სცემეს, ასევე იარაღით ემუქრებოდნენ ობამეიანგს და მის ცოლსაც, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს ძარცვის დეტალები არ დაუდასტურებია.
მედიის ცნობით, მძარცველებმა სეიფი გახსნეს, ძვერფასეულობა აიღეს და ავტომობილით მიიმალნენ. პოლიციამ დამნაშავეების ძებნა დაიწყო.
ცნობისთვის, ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც ობამეიანგის სახლი კასტელდეფელსში, ბარსელონას მეტროპოლიტენის გარეუბანში, გაძარცვეს, თუმცა ფეხბურთელი და მისი ოჯახი პირველი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.