
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. მისი თქმით, ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყდრნობოდეს.
"ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე პრეზიდენტს უზრუნველყოს იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს“, - თქვა მორავეცკიმ.
როგორც მორავეცკმა განაცხადა, მაკრონმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მის ხალხსა და მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ მატეუშ მორავეცკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში 29 აგვისტოს იმყოფებოდა.