
ბაღდადში, არეულობის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, ერაყის ხელისუფლებამ კი დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერაყის დედაქალაქში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ სადრმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალ სადრის მეტოქე პროირანულმა ჯგუფებმა ცეცხლი გახსნეს. უსაფრთხოების ძალებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
კომენდანტის საათი ბაღდადში ადგილობრივი დროით 15:30 საათიდან შევა ძალაში.