ომის დაწყებიდან პირველად აფრიკაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჩავიდა

გამოქვეყნდა:

BBC-ის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია აფრიკაში ჩავიდა. იგი ჯიბუტის პორტში მიიტანა გემმა Brave Commander-მა, რომელიც ლიბანის დროშის ქვეშ ცურავს, ის დატვირთულია 23,000 ტონა ხორბლით,  რომელსაც შემდგომ  ეთიოპიაში გადაიტანენ. 

შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე მოგზაურობას ორი კვირა დასჭირდა.

დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვას და ტრანსპორტირებას ეთიოპიაში, სადაც გაეროს მონაცემებით, 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება სასურსათო დახმარება.

ამასთან, გაერომ გადაიხადა მარცვლეულის გადაზიდვის საფასური, რადგან მისი მარაგი ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლადაა განკუთვნილი.

უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარების სამ მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.

ცნობისთვის, ჯიბუტი არის პატარა ქვეყანა აფრიკაში, სადაც მხოლოდ 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ მდებარეობს კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი