
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა დროინდელი ძეგლების დანგრევა დაგმო და მას "რუსოფობიური" უწოდა. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გავლენას იქონიებს ორმხრივ ურთიერთობებზე.
გარდა ამისა, განცხადებაში მოსკოვმა ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ქსენოფობიასა და დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში ეთნიკურად რუს ხალხს, როგორც "მეორე კლასის ადამიანებს" ეპყრობიან.
"რაც ახლა ბალტიისპირა ქვეყნებში ხდება, ჩვენთვის მიუღებელია და რა თქმა უნდა, იმოქმედებს ამ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც უკვე ისედაც დაზიანებულია", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.