"ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება" - ესტონეთის პრემიერი რუსებისთვის EU-ში შესვლის აკრძალვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები განიხილავენ როგორ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო და სოციალური მიმართულებით.

შეხვედრაზე, ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაა.

საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი.

ცნობილია, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ  ბალტიისპირა ქვეყნები, ასევე, ფინეთი და პოლონეთი, ქვეყნები რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. მას ასევე მხარს უჭერს ნიდერლანდები.

"მაშინ, როცა უკრაინაში ხალხს აწამებენ, კლავენ და მათ წინააღმდეგ ტერორს ახორციელებენ, რუსეთის მოქალაქეები ვერ უნდა სარგებლობდნენ ევროპაში მოგზაურობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება", - ნათქვამია ესტონეთის პრემიერმინისტრის კაია კალასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ლიეტუვის ვიცე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვებს დააწესებს.

"უბრალოდ შევადაროთ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომს ან ისტორიის სხვა ნაწილებს, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ბონუსები მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ისეთ პრეზიდენტებს, როგორიც პუტინია. იმედია ევროპის ქვეყნებს ესმით, რომ ევროპაში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე მეტი შეზღუდვა უნდა იყოს", - თქვა მან.

განსხვავებული პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიას. შეხვედრის წინ გავრცელებულ მემორანდუმში ისინი უფრო ფრთხილ მიდგომას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი