რუსებმა მიკოლაევი რაკეტებით დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს. ქალაქში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და განგაში გამოცხადდა. ინფორმაცია მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა დაადასტურა და მსხვერპლის შესახებ ისაუბრა. 

"სამწუხაროდ, ბოლო დაბომბვის შედეგად, არის მსხვერპლი. ამ დრომდე ვიცით, რომ ერთი დაღუპულია და ერთი დაჭრილი. ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ", - თქვა მერმა.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა მიკოლაევი გუშინ 29 აგვისტოსაც დაბომბეს. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი