ჰიტლერისა და სტალინის შედარებისთვის, რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი 15 დღით დააკავა ადმინისტრაციულ საქმეზე ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირთან გაიგივების გამო. მსგავსი იდენტიფიკაცია რუსეთში კანონით იკრძალება. 

ადმინისტრაციული საქმის მიზეზი პოლიტიკოსის ძველი ფეისბუქ პოსტი გახდა. იგი წერდა, რომ ნაცისტური გერმანიის ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი, იყო აბსოლუტური ბოროტება, მაგრამ საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი კიდევ უფრო უარესი იყო.

2021 წელს სახელმწიფო დუმამ მიიღო და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ნაცისტური გერმანიის გაიგივებას სსრკ-სთან. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელია 15 დღით დაკავება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი