
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი არტილერიით დღეს უკვე მეორედ დაბომბეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიან შენობას გაუჩნდა.
ამ ეტაპზე დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს დილით, რუსულმა არტილერიამ ხარკოვის ცენტრს დაარტყა და ქალაქში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 7.