ბერბოკის თქმით, გერმანია მზადაა შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია მზად არის  შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი ვიზების ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზების გაცემაზე შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს რუს ოპოზიციონერებზე.

"გერმანიის მთავრობას სურს რუსეთში დევნილ ადამიანებს საშუალება მისცეს ძალიან სწრაფად დატოვონ ქვეყანა. ჩვენ არ ვსჯით მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს გამბედაობა წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმს", - თქვა ბერბოკმა.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, სავიზო შესაძლებლობამ თავშესაფარი უნდა შესთავაზოს "არა მხოლოდ ცნობილ ჟურნალისტებს ან ოპოზიციონერებს, ასევე შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ გამბედაობა, რომ [რუსული უნივერსიტეტების გარდა] ინფორმაცია სხვაგან მიიღონ".

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი მომავალშიც იქნება საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, ამავდროულად,  ჩვენ არ შეგვიძლია შევხედოთ მთელ უსაფრთხოების პოლიტიკას მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით", - აღნიშნა მან.

პრაღაში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმების შემუშავება იყო.

მინისტერიალი კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა ყველა მიმართულებით იქამდე ვიდრე ომში მყოფ ქვეყანას ამის საჭიროება ექნება. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი