
სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებთან 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია - ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილები მიგრანტები არიან და მათი ნავი ჩაიძირა.
გარდა ამისა, ალიკანტეს სანაპიროსთან სანაპირო დაცვამ 1 ადამიანი გადაარჩინა. როგორც 21 წლის ბიჭი ამბობს, ის 15-კაციან ჯგუფთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ალჟირიდან ევროპამდე მიღწევას ცდილობდა.