Twitter-ზე აზრის გამოხატვის გამო, საუდის არაბეთში ქალს 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთში ქალს, ნურა ბინტ საიდ ალ კახტანის, სოციალური ქსელების გამოყენებისთვის 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინფორმაცია ქალის გასამართლების შესახებ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "დემოკრატია არაბული სამყაროსთვის" გაავრცელა.

ბრალდებული ქალის, ალ კახტანის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. როგორც უფლებასამცველი ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი, მან Twitter-ზე უბრალოდ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. 

ცნობისთვის, საუდის არაბეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის დაკავება და გასამართლება ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, რომელშიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ნაციონალური ერთიანობისთვის საფრთხის მუხლები შედის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი