
საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რაც რუსულმა "გაზპრომმა" ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს.
"უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, - თქვა პანიე-რუნაშერმა
შეგახსენებთ, მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანიმ განაცხადა, რომ 30 აგვისტოდან რუსული "გაზპრომისგან" ნაკლებ გაზს მიიღებს დაუზუსტებელი სახელშეკრულებო დავის გამო.