ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნას დათანხმდნენ. დღეს პრაღაში, EU-ს ოფიციალური პირები ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ.
ბლოკის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ სამუშაოების დაწყებაზე, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების დასადგენად - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.