"ევროკავშირის ლიდერებმა თავიანთი მოსაბეზრებელი რუსოფობიური კრიახით ტვინი წაიღეს" | მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით,  ევროკავშირის ლიდერებმა "თავიანთი მოსაბეზრებელი რუსოფობიური კრიახით ტვინი წაიღეს ".

მედვედევი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვის შემოღებით, ევროპა აჩვენებს როგორ ექცევა რუსეთის მოქალაქეებს.

"ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს", - წერს მედვედევი.

მისივე თმით, ამ ნაბიჯით ევროპელები კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და ნაკლებად მოაცდენენ რუსეთს და მის მოქალაქეებს სპეციალური "სამხედრო ოპერაციისგან" ტყუილითა და ბოდვებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი