"დაადასტურა, რომ მესამე ადვოკატი, რომელიც მასთან ციხეში იმყოფებოდა, მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია" | ადვოკატი სოსო გოგაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგაშვილმა მესამე ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირებით გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ გოგაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მჭედლიშვილი პროკურატურის აგენტია, რომელიც ვახტანგ გომელაურსა და სოსო გოგაშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. 

"ბატონმა სოსომ სრულყოფილი ჩვენება მისცა გამოძიებას მან დაადასტურა, რომ ეს მესამე ადვოკატი, რომელიც მასთან ერთხელ იმყოფება ციხეში მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია, ხელშეკრულება მათთან არ გაუფორმებია თავისი ნებით. ამ ადვოკატის მონაცემები, მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადასცა დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ. მიიღო ინფორმაცია, რომ იგი მოდიოდა პროკურატურიდან, რომ იგი შეეცდებოდა ყოფილიყო შუამავალი პროკურატურასა და  იოსებ გოგაშვილს შორის" - ამბობს დიმიტრი ღონღაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი