ტეხასში მატარებელი რელსებიდან გადავიდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ტეხასის შტატში, ელ-პასოში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.  ინფორმაციას ABCnews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რამაც დააზიანა ფარდული, ღობე და გაზის მრიცხველი.

ქვეყნის ოფიციალური პირები დაღუპულების შესახებ დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ასაჯაროებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი