სავიზო რეჟიმის აკრძალვა რუსი ტურისტებისთვის - პრაღაში EU-ს შეხვედრა გრძელდება

გამოქვეყნდა:

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დაიწყო. დღევანდელი დღის მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.

ცნობილია, რომ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავა. ქვეყნები, რომლებიც სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებას არ ეთანხმებიან, გერმანია და საფრანგეთია, ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.

სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპაში მოგზაურობა სურთ, ვიზის ასაღებად უფრო მეტი დრო და დამატებითი თანხის გადახდა დასჭირდებათ.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ რიგმა ქვეყნებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ და ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ. საუბარია, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, ბალტიისპირა ქვეყნებზე, ასევე ფინეთსა და პოლონეთზე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე იგეგმება აუდიენცია ასოცირებული ტრიოს წევრი  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრაღაში უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი