რუსეთმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში 1200 წვევამდელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დაცვის გასაძლიერებლად, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მასობრივი ფარული მობილიზაციის გამოცხადება იგეგმება. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ ყირიმში 1200 წვევამდელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის ინფორმაციით, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სამხედრო კომისარიატებმა უკვე მიიღეს მითითებები ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო სამსახურში მასობრივ გაწვევასთან დაკავშირებით.

დაზვერვის ცნობით, ყირიმში განლაგებულ სამხედრო ნაწილებს, მოსკოვიდან და პეტერბურგიდან გამოძახებული მოქალაქეებით შეავსებენ, თუმცა მათ ხელშეკრულებებს არ გაუფორმებენ, ხარჯების დაზოგვის მიზნით და ასევე იმ მოტივით, რომ რუსეთი არ აღიარებს უკრაინის ომში წვევამდელების მონაწილეობას. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი