ქუთაისის მერმა სტიკერი "პუტინი ოკუპანტია" გადააგდო - ხმაური საკრებულოს სხდომაზე

გამოქვეყნდა:

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ქუთაისის საკრებულოს სხდომა,  ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვას და ამაზე ქართული ოცნების დუმილს  აპროტესტებს . მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ქალაქის მერს სტიკერი წარწერით "პუტინი ოკუპანტია" გადასცეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტერი იოსებ ხახალეიშვილმა გადააგდო.

ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში, რუსეთის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია. რომ დადგენილია პირი, რომელმაც პარკის ტერიტორიაზე ოკუპანტის სიმბოლო გამოფინა და შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი