გემის შემოსვლის მიზანი იყო წყლითა და საკვებით მომარაგება, უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები - ეკონომიკის სამინისტრო "ატაკამაზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თქმით, ბათუმის ნავსადგომში ხომალდი "ატაკამა" არ შესულა და ის მხოლოდ პორტის სიახლოვეს, წყლისა და საკვების მომარაგების მიზნით იმყოფებოდა.

გურამიშვილის ინფორმაციით, ხომალდმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა.

"შემოწმებული იქნა სენკისტისა და ნევეისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ატაკამა, რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საკრუიზო რაიონში და არა ნავის სადგომზე პორტში, როგორც გასული იყო სიუჟეტში. აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო,  სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს საკრუიზო წერტილში მცურავი გამოყენებით. რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად არ განუხორციელებია სატვირთო  ოპერაციები. 

გემი ატაკამა, ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა სიაში მიმდინარე მონაცემებით და ამ წუთისთვის, გემი მოხსნილია საკრუიზო წერტილიდან და  დატოვებული აქვს საქართველოს საკრუიზო წყლები", - ამბობს გურამ გურამიშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი