
"ლიეტუვა არ განადიდებს გორბაჩოვს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რომ რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გასახანგრძლივებლად, მისი არმია კლავდა მშვიდობიან მოქალაქეებს. მისმა ჯარმა ესროლა ჩვენს უიარაღო მომიტინგეებს და გადაუარა მათ ტანკებით. ასე გავიხსენებთ ჩვენ მას."
ასე ეხმაურება ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას.
ცნობისთვის, გორბაჩოვის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს დასავლელმა ლიდერებმა.