მედია დიქტატურა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე - ბექაურის დროებითი მმართველები მედიაში

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კანონპროექტით ითხოვს, მიენიჭოს უფლება ყველა კომპანიას, ვინც ელექტრონული კომუნიკაციების იყენებს, სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. თან ისე რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდოს.

ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ამით კახა ბექაურის უწყება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს და ცვლილებებით რეალურად კრიტიკული მაუწყებლების გაკონტროლება სურს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რომლითაც ქვეყანაში ცენზურა წესდება და წინასაარჩევნოდ სიტყვის თავისუფლება იზღუდება. 

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საპასუხოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა. ამტკიცებენ, რომ არასამთავრობოების, მედიის და ოპოზიციის შეფასებები ტყუილია და ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხება.

მარეგულირებელი კომისიის პოზიციას დღეს ქართული ოცნება იცავდა და ამტკიცებდა რომ ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მხოლოდ ტექნიკურია. 

უმრავლესობის არგუმენტი კატეგორიულად მიუღებელია ქართული ოცნების ყოფილი წევრებისთვის, რადგან ცვლილებების პროექტში არსად არ წერია, რომ ეს კანონი მაუწყებლებს არ შეეხება.

თუ კანონპროექტში ბუნდოვანი ჩანაწერი არ ჩასწორდება, მკაფიოდ არ ჩაიწერება რომ ახალი რეგულაციები ტელეკომპანიებს არ შეეხება, მაშინ ხელისუფლებაც ამით ისარგებლებს და ნებისმიერ დროს კანონს კრიტიკულ მედიაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

არასამთავრობოებისთვის კანონპროექტში ყველაზე საგანგაშო ის ჩანაწერია, რომელიც დროებითი მმართველი დანიშვნას ეხება, ისე რომ მარეგულირებელი კომისია საერთოდ არ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამით მმართველი პარტია ქვეყანაში სასამართლოს როგორც ინსტიტუციას, საერთოდ აუქმებს. 

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტში ამ კვირიდან იწყება. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილვის სტატუსი აქვს და სავარაუდოდ მას ქართული ოცნება მომავალ კვირას მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი