ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე ავრცელებს.
"ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე", - წერს ჯოზეფ ბორელი.
საკითხთან დაკავშირებით პრაღაში ორდღიანი არაფორმალური შეხვედრები მიმდინარეობდა. წევრი ქვეყნების ნაწილი რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოითხოვდა. არ არის გამორიცხული, რომ რიგმა ქვეყნებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ და ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ. საუბარია, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, ბალტიისპირა ქვეყნებზე, ასევე ფინეთსა და პოლონეთზე.