
"ომბუდსმენის შერჩევის პროცესი შესაძლებლობაა, რომ პარლამენტმა და მთელმა ქვეყანამ სრული ინკლუზიურობა უზრუნველყოს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საუბრობს.
ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა, პარლამენტმა და მთელმა ქვეყანამ ამ პროცესში სრული ინკლუზიურობა უზრუნველყოს. მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს და არა პირიქით, მათი გამორიცხვა. პროცესი, რომლითაც ხდებოდა სახალხო დამცველის შერჩევა საქართველოში, მაღალ შეფასებას იმსახურებდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს იყო ინკლუზიური. მასში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა, დაინტერესებული მხარეები.
თუ საქართველოს აქვს სურვილი, უზრუნველყოს ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარება, ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ, რომ აქ საუბარი არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ეს არის ზუსტად გადამწყვეტი, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მისაღები ყველა მხარისთვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც იმსახურებდეს მაღალ შეფასებას.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ითვალისწინებდეს საერთაშორისო პრაქტიკას, როდესაც ხუთი წლის წინ მიღებული იყო შემოთავაზებები, შენარჩუნდეს ის პროცესი, რაც გულისხმობს ინკლუზიურობას და რეკომენდაციებს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის გაცემული. ეს იმისთვის, რომ იყოს მიღწეული კონსენსუსი და აღიარება საზოგადოების ყველა წარმომაგდენლის მხრიდან, რათა სახალხო დამცველის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეტანილი არ იყოს, - ამბობს კელი დეგნანი.