"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს დაარეგისტრირებს, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები. განცხადება " საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა:

მივიღეთ გადაწყვეტილება დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი. 
1. ნებისმიერ პირს შეეძლება, შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე.

2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის სულ მცირე შვიდი კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის გადაწყვეტილებას კანდიდატის არწარდგენის თაობაზე, მდინარაძე ამბობს, რომ ამ საკითხს ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს მიანდობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ჩათვლის, რომ ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან პროცესის საბოტაჟს,  გადაწყვეტილებას შეცვლიან:

„საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. " განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის  12 რეკომენდაციაში სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მოქმედ ომბუდსმენს  ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება.

ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა მინიმუმ 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმება სჭირდება და დამოუკიდებლად ომბუდსმენის არჩევის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი