ქართული კლინიკები სუროგაციის საერთაშორისო სკანდალში | თურქეთში გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სუროგატი დედების საერთაშორისო სკანდალი, რომელშიც ქართული კლინიკები მონაწილეობდნენ. თურქეთში დაწყებულია გამოძიება, რომლის კვალიც კვიპროსთან ერთად საქართველოში მოდის. მედიის ინფორმაციით, დანაშულებრივი ქსელი უსახლკარო და, რაც მთავარია, არასრულწლოვან გოგონებს სუროგაციაზე ითანხმებდა და ჩვენს ქვეყანაში აგზავნიდა.

საქართველოში არასრულწლოვანი მომავალი სუროგატი დედები საეჭვო სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ და გაყალბებული საბუთებით ჩამოდიოდნენ. უკვე აქ კი ხელოვნური განაყოფიერება ხდებოდა და შემდგომი ორსულობაც მიმდინარეობდა.

ვინ იყო ჩართული ამ ქსელში ქართული მხრიდან, დადგენილი არ არის. ქართული საგამოძიებო უწყებები ინფორმაციის არსებობის მიუხედავად უმოქმედოდ არიან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი