
ისრაელის მედიის ცნობით, სირია ისრაელს ალეპოს საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა The Times Of Israel წერს და აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს ღამით, სირიამ ისრაელი ზედიზედ ორ საჰაერო თავდასხმაში დაადანაშაულა, მათ შორის ერთი ალეპოს აეროპორტზე, მეორე კი დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს.
ინფორმაციას ავრცელებს სირიის მედიაც და წერს, რომ ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი იყო სამიზნე და ზარალი მხოლოდ მატერიალური იყო.