შარლ მიშელის შუამავლობით ბრიუსელში ერთმანეთს ფაშინიანი და ალიევი შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ბრიუსელში სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. 

ცნობილია, რომ შეხვედრაზე განიხილეს პატიმრების გათავისუფლების, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების, რეგიონის დებლოკირების საკითხები, ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

სომხური მედია წერს, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებასთან დაკავშირებით, არსებითი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ.

ცნობილი ხდება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შემდეგი შეხვედრა კი ნოემბერში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი