გენშტაბი: ლიკვიდირებულია კიდევ 450 რუსი სამხედრო - ხერსონში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის 6 საცავი

გამოქვეყნდა:

გასული დღის განმავლობაში უკრაინაში კიდევ 450 მტერია ლიკვიდირებული - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯამური დანაკარგები უკრაინაში 48 350 ადამიანია.

მათივე მონაცემებით, მარტო სამხრეთში, გასული დღის განმავლობაში 201 რუსი ოკუპანტი მოკლეს. უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით განადგურდა
მტრის 23 ტანკი, 33 ჯავშანტექნიკა, 24 საარტილერიო სისტემა, 2 სარაკეტო სისტემა, 1 საზენიტო თავდაცვის მოწყობილობა, 1 ვერტმფრენი, ოპერატიულ-ტაქტიკური 2 დრონი, 3 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

დროებით ოკუპირებული ხერსონის, გენიჩესკის და ბერისლავსკის რაიონებში განადგურდა ოკუპანტების 6 საბრძოლო საცავი და რუსეთის ფედერაციის 331-ე მედესანტე და 56-ე მედესანტე პოლკების სამეთაურო პუნქტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი