
ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა - მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 1 -ელ სექტემბერს, დილით მოხდა.
მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკურ საავადმყოფოში გულზე მკურნალობდა.
რუსული მედია წერს, რომ 67 წლის მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. მასთან იმ დროს პალატაში არავინ იმყოფებოდა.
რავილ მაგანოვი PJSC Lukoil-ის პირველ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად 2006 წელს დაინიშნა, ხოლო 2020 წლიდან დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.