ბოლო 24 საათში, დონეცკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა - კირილენკო

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა -ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს ცნობით, ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები რაზდოლნიში, სევერნიში, გეორგიევკაში ბახმუტსა და სლავიანსკში მოკლეს. 

მისივე ინფორმაციით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. 

 

რუსი ოკუპანტები დონეცკის რეგიონში ერთდროულად ცდილობენ რამდენიმე მიმართულებით კონტროლი დაამყარონ კოდემას დასახლებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი