უკრაინაში ბრიტანეთის მოქალაქე, სამხედრო ექიმი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, სამხედრო ექიმი კრეიგ მაკინტოში დაიღუპა. დის განცხადებით, კრეიგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა და ოჯახი მას დიდ ბრიტანეთში გადაასვენებს.

"ჩემი ძმა მამაცურად იქცეოდა და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა, მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ სხვათა სიცოცხლე გადაერჩინა. გთხოვთ, რომ მის გადმოსვენებაში დაგვეხმაროთ“ -  ამბობს დაღუპულის და

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ უწყება დაღუპული ბრიტანელის ცხედრის სამშობლოში გადასვენებისთვის ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი