
მეტროსადგური “გოცირიძის” დასრულების ვადა უკვე 7-ჯერ შეიცვალა. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მეტროსადგური, რომელიც რეაბილიტაციის გამო 3 თვის ნაცვლად უკვე 18 თვეა ჩაკეტილია, გახსნის ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს, ამჯერად 36 დღით.
"მეტროსადგური “გოცირიძის” დასრულების ვადა უკვე 7-ჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილებით მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა კიდევ 36 დღით გადაწიეს.
თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად მეტროს რეაბილიტაცია 2021 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო", - წერს "ფლანგვის დეტექტორი."