"სამხრეთში სამხედრო ოპერაცია არ ჩავარდნილა, ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა" | არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

სამხრეთში სამხედრო ოპერაცია არ ჩავარდნილა, ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა, ეს გზა კი გრძელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 
განაცხადა. ​

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სისტემატურად ანადგურებენ ოკუპანტების საწყობებსა და ლოგისტიკას და სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

"იმისთვის, რომ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღიმართოს და ჯარი გადავარჩინოთ, აუცილებელია, რომ მტერს არ შეეძლოს და არ სურდეს ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. იქ არ იქნება სწრაფი გამარჯვებები. ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა, ეს გზა კი გრძელია, ამიტომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, - თქვა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სამხრეთ უკრაინაში 29 აგვისტოს დაიწყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი