
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, - ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისთვის მიმართვისას განაცხადა.
"სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - ამბობს თოყაევი
გარდა ამისა, თოყაევი გამოვიდა ინიციატივით, რომ საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს,ხოლო მეორე ვადით არჩევა აიკრძალოს.
მან ასევე გამოაცხადა ამნისტია ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები.