პრემიერ ღარიბაშვილის დაპირება არ შესრულდა - ქარელის საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ისევ არ გახსნილა. არადა, მთავრობის მეთაურმა ახლადაშენებული კომპლექსი ჯერ კიდევ მაისში დაათვალიერა და დააანონსა, რომ ივნისიდან აუზი სტუმრებსაც მიიღებდა.
დღეს ქარელში ოპოზიციისა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა კითხვები, რატომ არ ფუნქციონირებს 3 თვის წინ გახსნილი აუზი. კითხვებმა ქარელის მერიის ჩინოვნიკების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ:
"ხელშეკრულება ვისაც დაუდეს, ბატონი შერაზადიშვილი არის ჩვენი ინფორმაციით, ქარელის მერის მეგობარი და სავარაუდოდ ნათელმირონი"- ამბობს ხაბეიშვილი და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს.
ანტიკორუფციულ მოძრობაში ამბობენ, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და დახარჯულ თანხებზე სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუმცა მათ ამის მოლოდინი არ აქვთ.