ხელისუფლება ამომრჩეველთა მოსყიდვას იწყებს - "ოცნების" არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია

გამოქვეყნდა:

მმართველმა გუნდმა არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. მოსახლეობისთვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა კონკრეტული საქმეები და დაადგინა, რომ მოსყდვის მცდელობის პარალელურად, ხელისუფლება არც ამჯერად ერიდება ოპონენტების დევნას და ამომრჩევლებზე ზეწოლას. კვლევაში არაერთი პოლიტიკოსი მოხვდა. კრიტიკული დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი კი თავად გახდა მუქარის მსხვერპლი.

ნინო წილოსანი, თემურ ხუბულური, გიორგი ვოლსკი, გიორგი თოთლაძე, სავალან მირზოევი - ეს იმ მაჟორიტარი დეპუტატების არასრული ჩამონათვალია, ვინც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებში "სამართლიანმა არჩევნებმა" ამხილა. ორგანიზაციის დაკვირვებით, 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით 19 ასეთი ფაქტი გამოვლინდა.

კვლევაში მოხვდნენ ბათუმელი დეპუტატები ფატი ხალვაში და მუხტან ვახტანგაძეც. ყველაზე კრიტიკული პერიოდი მაჟორიტარებმა  საარჩევნო ქულების დასაწერად გამოიყენეს. დეპუტატების ბიუროებში არავინ დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ის ადამიანები ვიპოვეთ, ვინც დახმარება მიიღო. ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. 

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაში ქუთაისის მაჟორიტარი  გენადი მარგველაშვილიც ამხილეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს გადაეცათ ბარათი, სადაც მედიკამენტების ჩამონათვალთან ერთად მითითებული იყო წარწერა:

"ქართული ოცნება" და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გისურვებთ ჯანმრთელობას!

მორიგი სავარუდო მოსყიდვის ფაქტი თეთრიწყაროშიც დაფიქსირდა. გოდერძი ჩანქსელიანმა საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს სასურსათე კალათები გადასცა. თავად დეპუტატის ბიუროში არავინ დაგვხვდა, მაგრამ თეთრიწყაროს მერი გვიდასტურებს, რომ ეს დეპუტატის კეთილი ნებით მოხდა და არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას არ ენდობა. 

თეთრიწყაროს მერის მსგავსად, გიორგი ვოლსკი ამომრჩველის მოსყიდვის ფაქტს უარყოფს. 

საპირისპიროს ფიქრობენ ოპოზიციაში დასამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებით რაც შეიძლება მალე დაინტერესდნენ.  

გარდა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვისა, კვლევამ ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში ხელშეშლის, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის ფაქტებიც გამოავლინა. მათ შორის, "სამართლიანი არჩვენების" მკვლევარიც მოხვდა. მას პირად მობილურზე დაფარული ნომრიდან დაუკავშირდენენ. 

ანონიმურმა პირმა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს განუცხადა, რომ "ზემოდან რეკავდა" და გააფრთხილა რომ, ზედმეტი მოძრაობების შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემა შეექმნებოდა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. კორონა პანდემიის ფონზე ადამიანების ყოფა ყოველდღე მძიმდება და ამიტომ არავინ იცის, კიდევ რამდენჯერ და როგორ შეეცდება "ქართული ოცნება" მოსახლოების გაჭირვების გამოყენებას საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი