კობახიძემ სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საგანგებო ბრიფინგზე სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა.

კობახიძის თქმით, "სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნები ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რომელიც, ოპოზიციის 1 წლიან საბოტაჟს დაასრულებს".

"ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით.

დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითიც დასრულდება თითქმის 1-წლიანი საბოტაჟი, რომელსაც ენმ და მისი სატელიტი პარტია საქართველოსთვის ტანდემში მუციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ. მოვუწოდებთ ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ მუნიციპალიტეტს", - ამბობს კობახიძე

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს განკარგულებით, პირველ ოქტომბერს სენაკის საკრებულოში ერთი დეპუტატი უნდა გადაირჩიონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი