
"...ოლიგარქები არიან ოპოზიციის მხარეს, მაგრამ არ არიან "ქართული ოცნების" მხარეს" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს.
თუ ჩვენ გადმოვიღებთ მარტივად უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა რა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის მხარეს, მაგრამ არ არიან "ქართული ოცნების" მხარეს. რა თქმა უნდა ეს არ აწყობს ოპოზიციას. თვითონაც იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები საკუთარ რიგებში.
მათ უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი არის რომელიც არის ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილი, ჩვენ რა თქმა უნდა საბაზისოდ ავიღებთ ამ დოკუმენტს და გავაგრძელებთ მსჯელობას, - ამბობს კობახიძე.