"არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება... ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია" | კობახიძე რუსების შემოსვლაზე

გამოქვეყნდა:

"არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, არავითარი რისკები არ დასტურდება" - ასე ეხმაურება 
ქვეყანაში რუსების შემოსვლას "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. საგანგებო ბრიფინგზე, დასმული შეკითხვის საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა იმ კონკრეტული რეჟიმით მოქმედებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2012 წლის დასაწყისში შემოიღო.

კობახიძე ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით ისევ ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი, რომლის მიზანიც ომის პროპაგანდის გაჩაღებაა. 

"საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს, აქედან გამომდინარე, აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ ჩვენ ამ შემოღებულ სავიზო რეჟიმს არ არსებობს. დანარჩენი არის სპეკულაციები და ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევე ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას.

ამას, ბუნებრივია, არ შევყვებით რადიკალურ ოპოზიციას. არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, არავითარი რისკები არ დასტურდება, რა თქმა უნდა, პირველი ხელისუფლება არის დაინტერესებული იმით, რომ თუ რაიმე რისკი არსებობს ამის პრევენცია მოხდეს, არავითარი რისკები არ ფიქსირდება. 

თქვენ გახსოვთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები და ისინი აკონტროლებენ ამ ყველაფერს. თქვენ გახსოვთ, რომ პირველი აჟიოტაჟი, ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა, წარმოადგენენ ისეთ სიტუაციას თითქოს ქვეყანა დაიქცა და დაიქცეოდა რამდენიმე დღეში, თუმცა მარტის შემდეგ გავიდა ნახევარი წელი და არაფერი არ მომხდარა.

აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად შექმნილი. ზუსტად ასევეა ხელოვნურად შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟი, არაფერზე ცარიელ ადგილზე ახდენენ სპეკულირებას რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი, რამენაირად შემოიტანონ ქვეყანაში, გააჩაღონ ომის პროპაგანდა, ამაში ჩვენ ვერ შევყვებით ბუნებრივია მათ", - ამბობს კობახიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი