
"ძალიან უცნაურია, რომ მთავრობიდან ბრიუსელში არავინ ჩასულა, რომ 12 რეკომენდაციაზე გასაუბრება ყოფილიყო" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს.
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან, არავინ ჩასულა ბრიუსელში, რომ ამ 12 რეკომენდაციაზე პირველადი მაინც გასაუბრება ყოფილიყო იმიტომ, რომ შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება რაღაც არის გადასახედი და ჯერჯერობით არის იმ დღეში, რა დღეშიც იყო ეს რეკომენდაციები, - ამბობს ზურაბიშვილი.