ბათუმის მთავარი არქიტექტორი თანამდებობიდან გადადგა. მირიან მეტრეველის ყოფილი უწყების საქმიანობას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და ნებართვების გაცემისას არაერთი დარღვევის შესახებ ოპოზიცია წლებია საუბრობს, საგამოძიებო უწყებები შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობით მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ. აჭარის მთავრობის მეთაურის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მეტრეველის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძის კრიტიკას შეეწირა, რომელიც მან ერთ სიტყვაში ჩაატია.
ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინი ჟიჟიაშვილი